თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის გადაწყვეტილებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურის გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ

ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ვულოცავთ მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს! 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში რეგიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ზარიძეების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, რეგიონული ეტაპის გარდა, ასევე წარმატებით იასპარეზა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემდგომ ეტაპებზეც და მოიპოვა აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების პირველი და საქართველოს ჩემპიონატის მეორე საპრიზო ადგილები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება