fbpx

თემურ თათარაშვილი -ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრი მუშაობდა და ისიც დღეს მოხვდა შემცირებაში. ვაშა ამ ქვეყანას !

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში წერს-ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრი მუშაობდა და ისიც დღეს მოხვდა შემცირებაში . ვაშა ამ ქვეყანას !!!როგორც ყველა, მეც სახლში ვზივარ. კიდევ კარგი ჩემი მეგობარი, კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი მყავს, რომელმაც მაჩუქა სიმღერა და ჩავწერე. ჯერ სიმღერისთვის სახელი არ დაგვირქმევია. დაბალანსების პროცესშია. სტილს და ჟანრს არ ვღალატობ. რა თქმა უნდა, სიყვარულზეა, მაგრამ სად უნდა გამოვიყენო, ეს არ ვიცი. ალბათ, რადიოში მივიტან.

მომღერლების სამსახური სიმღერაა. ამ პანდემიურ პერიოდში არავის გავხსენებივართ. გაახსენდათ ყველა სფერო, მომღერლების გარდა. არაფერია, ჩვენც დავჭირდებით, მაგრამ უკვე არც ჩვენ გაგვახსენდება ვინმე. სხვის მაგივრად არ ვამბობ, პირადად მე აღარ გამახსენება.

გაუზიარე!

Shares