„უხვი ნალექისა და ყინვის გამო, მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე
შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. მერიის შესაბამისი
სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ახლაც იწმინდება გზები და
იყრება ტექნიკური მარილი. გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე, ავტობუსების
მოძრაობა აღდგება. უამინდობამ შეაფერხა ელ. ენერგია და არ მიეწოდება თელავის
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,
რომელსაც ენერგო პრო ჯორჯია ურზუნველყოფს. “- თელავის მუნციპალიტეტის მერი,
ლევან ანდრიაშვილი