fbpx

თეთრი სახლის ,,კლასტერი,,

“კოვიდ-19“ ვირუსმატარებლობა დაუდგინდა აშშ ვიცე-პრეზიდენტის პრეს-მდივანს ქეითი მილერს, აშშ პრეზიდენტის მრჩეველის სტივენ მილერის მეუღლეს.

კარანტინშია გადაყვანილი აშშ მთავარი ინფექციონისტი დოქტორი ენტონი ფაუჩი და აგრეთვე მისი კოლეგა , გადამდებ დაავადებათა შემსწავლელი სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი რობერტ რედფილდი .

79 წლის ასაკის დოქტორი ენტონი ფაუჩი რისკის ჯგუფშია.

პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი პრესასთან ინტერვიუში ამბობს, რომ თეთრი სახლის დასავლეთის ფრთა ( სადაც განთავსებულია უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია) „ ამ დღეებში გადატვირთული იყო უცხო ხალხით და დღეიდან სამსახურში სიარული ადმინისტრაციის წევრებისთვის უკვე სარისკო გახდა“.

გუშინ საღამოს ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც შედის მის უახლოეს გარემოცვაში, დღეს(ორშაბათს) ჩააბარებენ ტესტს ვირუსის არსებობაზე.

პრეზიდენტი და ვიცე -პრეზიდენტი დღეიდან ტესტს ჩააბარებენ ყოველდღიურად.

The Associated Press.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება