თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მარაბდის ველზე, სახალხო დღესასწაული „მარაბდობა 2026“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ეპოქის შესაბამისი დეკორაციები, მსახიობებმა ბრძოლის ისტორიული პერსონაჟები გააცოცხლეს და მოწვეული მსახიობების, ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენა — „სარწმუნოების ნათელი და გმირობის გზა“ წარმოადგინეს.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე და ავთანდილ ჭირიკიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, დავით შერაზადიშვილსა და გოდერძი ჩანქსელიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატებისთვის, ადგილობრივი სპორტსმენები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება