fbpx

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 6-7 აგვისტოს დაბა მანგლისში სახალხო
დღესასწაულს „მანგლისობას“ მასპინძლობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 6-7 აგვისტოს დაბა მანგლისში სახალხო
დღესასწაულს „მანგლისობას“ მასპინძლობს .
6 აგვისტოს , მანგლისში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტში
ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი
დაესწრო, რომელმაც  ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივოების მნიშვნელობას ტურისტული
დაბის პოპულარიზაციისთვის.
„ვიმყოფებოდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმშვენიერეს დაბა მანგლისში, სადაც
პირველად აღინიშნა მანგლისობის სახალხო დღესასწაული. მიმაჩნია, რომ მსგავსი
ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია საკურორტო დაბის
პოპულარიზაციისთვის.მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ მანგლისი ვაქციოთ
ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად.გულითადად ვულოცავ
მანგლისელებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც აქაურობა უყვარს ამ დღესასწაულს. „-
განაცხადა გოგი მეშველიანმა

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის
გამოფენა/გაყიდვა და საბავშვო სივრცეები. დღის ბოლოს კი გაიმართა საინტერესო
კონცერტი.
მაჟორიტარი ასევე ესტუმრა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ მეუფე ანანიას
და მეუფის დალოცვა მიღო.
ღონისძიების მიზანია, მანგლისში კულტურის სფეროს განვითარების
ხელშეწყობა, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, მანგლისის,
როგორც საკურორტო დასახლების პოპულარულ ტურისტულ ზონად გადაქცევა.
დღეს 7 აგვისტოს, დღესასწაულს გააგრძელებს ბეგა ფესტი, სახელმწიფო
ანსამბლი ,,ნართების” ლიეტუვას ანსამბლი ,,ავე- ვიტას” ფოლკლორული ანსამბლი
,,გუდარეხის” და ჯგუფი ,,REGGAEON”- ის მონაწილეობით. ღონსძიება დასრულდება
ელექტრონული მუსიკით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება