fbpx

თეა წულუკიანი: „ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას

თეა წულუკიანის თქმით, საკანონდმებლო ორგანოში “ოცნება” უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და საქართველეოს მთავრობას დააკომპლექტებს.

“ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელმაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, რომელზეც შეიძლება საჯაროდ საუბარი და საჯაროდ არ არის შესაძლებელი, გამოწვევების მიუხედავად 8 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, სირთულეების მიუხედავად უზრუნველყო ქვეყნის განვითარება. რაც მთავარია უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან, სიმშვიდე და სტაბილურობა.
მე იმედი მაქვს, ძალიან მალე, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მოდელით არჩეული პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და რა თქმა უნდა, ჩვენ, “ქართული ოცნება” ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი და დავაკომპლექტებთ მთავრობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა მედიასთან ხმის მიცემის შემდეგ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება