fbpx

თეა წულუკიანი: გუშინდელ აქციაზე მისული ადამიანების ნაწილს გარკვეული იმედგაცრუება ხვდათ წილად, რადგან ისინი არ მისულან იქ იმიტომ, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები

გუშინდელ აქციაზე მისული ადამიანების ნაწილს გარკვეული იმედგაცრუება ხვდათ წილად, რადგან ისინი არ მისულან იქ იმიტომ, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები, რადგან ისინი არ მისულან იქ რევოლუციის მოთხოვნით,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„გუშინდელი აქცია, რა თქმა უნდა, არ მოიცავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც მთავრობის ჩამოგდება სურთ. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად ილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველანი და ქართული სახელმწიფო ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და გაერთიანება. ამ ადამიანებიდან არაერთისთვის, მე და თქვენ ვიცით, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება, რადგან ისინი არ მისულან იქ იმიტომ, რომ მოესმინათ გეგმები გადატრიალების შესახებ და ისინი არ იყვნენ მოცული იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება