fbpx

თეა წულუკიანი: არც პრეზიდენტისგან და არც სხვებისგან არასოდეს მივიღებ იმის ილუზიის შექმნის მცდელობას საზოგადოებაში, რომ ჩვენ წარმოგვაჩინონ პრორუსულ ძალად

თეა წულუკიანი

მე ვიცი, რომ ეს მთავრობა არ გადაუხვევს ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა მათაც უპასუხა, ვინც მმართველ პარტიას პრორუსულობაში ადანაშაულებს.

„არც პრეზიდენტისგან და არც სხვებისგან ნამდვილად არასოდეს მივიღებ იმის ილუზიის შექმნის მცდელობას საზოგადოებაში, რომ ჩვენ წარმოგვაჩინონ პრორუსულ ძალად. იმიტომ, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე ამ ქვეყანაში ევროპული რეფორმები გაატარა და ქვეყანა ევროპულ გზაზე წარმატებით ატარა, თუკი რომელიმე ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავა სადმე მოიგო, ეს არის ჩვენი ხელისუფლება. შესაბამისად, ნამდვილად დასაცინია მცდელობები, საკუთარი სხვას შეახოცონ და უთხრან: „შენ ხარ პრორუსი“, – განაცხადა წულუკიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება