fbpx

თეატრალურ იმერეთი 2022 -ის სამ ნომინაციაში სამტრედიელმა მსახიობებმა გაიმარჯვეს

,,თეატრალური იმერეთი 2022,,-ზე სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სახახლო თეატრის სამმა მსახიობმა წარმატება მოიპოვა, პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის აღმოჩენა ნინო ჭახნაკია გახდა,ქალის და მამაკაცის როლის საუკეთესო შემრულებელ მსახიობებად ლორიტა ჯორჯიკია და რადი შენგელია დასახელდნენ.წელს ფესტივალზე სამტრედიის სახალხო თეატრი ერიკ ემანუელ შმიტის ,,სასტუმრო ორი სამყაროს გასაყართან,, წარსდგა.სპექტაკლი რეჟისორმა ვეფხია ნადირაძემ დადგა.

სამტრედიელ მსახიობებს და თეატრალურ დასს წარმატება მიულოცეს და დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე.

დავით ბახტაძე – ,,წელს სამტრედიის თეატრის წარმატება უპრეცედენტოა, სამ ნომინაციაში გამარჯვება ნამდვილად საამაყო და სასიხარულოა. მადლობა რეჟისორს და დასის სრულ შემადგგენლობას.”

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი”, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლევან როხვაძეა,წელს მეცამეტედ ჩატარდა. დახურვის საზეიმო ღონისძიება დღეს,1 ივლისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა,სადაც დასახელდენ გრანპრის მფლობელი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრალური დასები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება