fbpx

თეატრალური კვირეული „ბოლნისის თეატრი სკოლებისთვის“ დაიხურა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით,  ბოლნისის თეატრმა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს სპექტაკლი „საქართველო“ შესთავაზა.

კვირეულის დასკვნით დღეს სპექტაკლს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი დაესწრო.

პროექტი „ბოლნისის თეატრი სკოლებისთვის“ საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. მისი მიზანი მოსწავლეებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება