fbpx

თბოსადგურების მიერ იანვარ-აპრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი საერთო გამომუშავებაში შარშანდელთან შედარებით 2,3%-ით გაიზარდა და 38,4% გახდა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის განვლილ პერიოდში გაზრდილია თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობაც და მისი ხვედრითი წილიც საერთო გამომუშავებაში.

ესკოს მონაცემების თანახმად, აპრილში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული იქნა 98 მილიონ 274 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც საერთო გამომუშავების 7,9%-ს შეადგენს, შარშან აპრილში კი გამომუშავებული იყო 35 მილიონ 26 ათასი კვტსთ ანუ საერთო გამომუშავების 3,1%.

სულ, იანვარ-აპრილში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 677 მილიონ 703 ათას კვტსთ-ს, რაც 12,9%-ით მეტია გასული წლის იანვარ-აპრილის პერიოდის გამომუშავებაზე (1 485 732 კვტსთ).

2022 წლის იანვარ-აპრილში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითმა წილმა საერთო გამომუშავებაში 36,1% შეადგინა, წელს კი ეს მაჩვენებელი 2,3%-ით გაიზარდა და 38,4% გახდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება