fbpx

„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუშაობის შეწყვეტით იმუქრებიან.

“სამუშაო საათები კი არ შეგვიმცირეს, დაგვიმატეს და ხელფასები ფაქტობრივად შეგვიმცირეს. დილიდან ღამემდე ნაგავში ვართ და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?! მოვიდეს ბატონი კალაძე, გამომყვეს, ნახოს რა სიტუაციაა და შევხედავთ კმაყოფილი იქნება, თუ არა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება