„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დედაქალაქში არსებულ გვირაბებში LEDსანათები დაამონტაჟეს

თბილისის გვირაბებში გარე განათების ქსელის განახლების პროცესი სრულდება.ბოლო ეტაპზე ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელგვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშგვირაბებში არსებული სანათები LED განათების სისტემით შეიცვალა. სამივეგვირაბში, საერთო ჯამში, 156 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, მძლავრინათების მქონე, ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდა.მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავაგაეცნო.„დედაქალაქში არსებულ გვირაბებში გარე განათების ქსელის რეაბილიტაციათითქმის დავასრულეთ. მოგეხსენებათ, LED სანათების ხარისხი ბევრად უკეთესია,ასევე, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად გამძლეა. აღნიშნული სამუშაოების შედეგად,ელექტროენერგიის ხარჯის 65%-იან ეკონომიას მივიღებთ“, – აღნიშნა გიორგიპაპავამ.გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი”დედაქალაქის მერიის დავალებით ახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება