fbpx

თბილისში 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა

თბილისში 67 წლის ქალს ძაღლი თავს დაესხა, შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა.

პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მას სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ვიდეოში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს, კარგად ჩანს როგორ ესხმის ძაღლი თავს ქალს და ირგვლივ მყოფები უშედეგოდ ცდილობენ მის დახმარებას.

როგორც ძაღლის ოჯახის წევრები ამბობენ, აქამდე ძაღლს არავისთვის უკბენია.

ექიმების თქმით ქალს აღენიშნება დიდი ზომის ნაკბენები ჭრილობები თავ-კისრის არეში, სახეზე აქვს ნაკბენი, გულ-მკერდსა და მუცლის არეში, კიდურებზე.

ძაღლის პატრონის მიმართ დაზარელებული ოჯახი სარჩელის შეტანას აპირებს

გაუზიარე!

Shares