,,თბილისი პრაიდი”-ის ორგანიზატორები კახა კალაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს.
ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ამ დღის აღსანიშნავად ემზადებიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან ცისარტყელას დროშა გადმოფინონ.