დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილ მოადგილეს, კახა გულედანს, რომელიცრეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, მუნიციპალიტეტისმერიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემკახა გულედანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.„მინდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო ჩემ აწ უკვე ყოფილმოადგილეს, კახა გულედანს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინრეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა. კახა არის უაღრესადკეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე. მინდა, მასძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და იმ საქმეებისთვის,რაც ჩვენ ერთად ვაწარმოვეთ. ის წლების განმავლობაში იყო სამგორის რაიონისგამგებელი, შემდეგ უკვე ჩემი მოადგილე. მას ჩვენს უწყებაში ბევრი კარგიგაკეთებული საქმე აქვს, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობითდაზარალებული ოჯახების პრობლემების მოგვარება. კახას ჩართულობითა დაუშუალო მონაწილეობით, უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. მადლობა ამყველაფრისთვის და წარმატებები ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლოთანამდებობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.