fbpx

თბილისის მერიის თანაშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანაშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა.

ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ. როგორც პრესსამსახურში აღნიშნეს, ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო 1 კვირაა დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, შესაბამისად მას სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა მისი სავარაუდო კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა და ტესტირება ჩაუტარდა დაახლოებით 20 ადამიანს. პასუხები სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares