fbpx

თაღლითობის მუხლით ,მომღერალი ჯიმი მაქაცარია დააკავეს

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის დამ­ზა­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე დააკავეს გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბით იყე­ნებ­დნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს, თით­ქოს და ისი­ნი ვი­ზე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ისი­ნი ახ­სე­ნე­ბენ პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ჯა­ჯა­ნი­ძის სა­ხე­ლებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ღე­რალ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი ჯიმი მა­ქა­ცა­რი­აა. AMBEBI.GE მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს, გია ჯა­ჯა­ნი­ძე­სა და გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე: “ეს ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, თა­ვი­დან შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წაგ­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­შიო. ხში­რად თან­ხის დაკ­ლე­ბა­ზეც კი და­უ­რე­კავთ, იმ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ეს თემა. და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა, ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ რას მი­ვაკ­ვლევ­დი. დღეს რომ და­მი­რე­კეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

თა­ვი­დან მარ­თლა შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, რა ვიზა, ერთხელ ქალ­მა რომ და­მი­რე­კა, ვკი­თხე, რა გი­თხრეს, რამ­დენს ვი­ღებ-თქო და 20 ათას დო­ლარს და იქ­ნებ და­მიკ­ლოო. ბოლო დროს ამე­რი­კის ელჩთან ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ხა­რა­გა­ულ­ში და რომ ნა­ხეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, უფრო და­ი­ჯე­რეს. ვუხ­სნი­დი ამ ხალ­ხს, ასე­თი რამე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენც რომ მივ­დი­ვართ, „იმე­დი“ ამოწ­მებს-თქო სა­ბუ­თებს. ბო­ლოს აღარც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ვინ­მეს და­ი­ჭერ­დნენ და გა­ირ­კვე­ო­და ეს ადა­მი­ა­ნი. აქვე ვიცი, რომ მარ­ტო ჩემ­ზე არა, ბევრ სხვა პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ვი­ზის გა­კე­თე­ბა­ში.ასევე დაგაინტერესებთ

ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­კი­თხონ. კი არ უნდა ვამ­ბობ­დე, რომ ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ რაც მე სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე…

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე: “მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, რომ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე ამ თე­მა­ზე, ჩე­მამ­დე არა­ვინ მო­სუ­ლა და არ­ვის და­უ­რე­კავს. მი­ხა­რია, რომ ჩემ სა­ხელ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას ზი­ა­ნი არ მი­ად­გა და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­აშ­კა­რავ­და. არ ვიც­ნობ მაგ და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ანს, მი­თხრეს, რომ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი­აო. სუ­რათ­ზე რომ მაჩ­ვე­ნეს, ვერ ვი­ცა­ნი”.

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი: “მე ვიც­ნობ ჯიმი მა­ქა­ცა­რი­ას, და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს. პრო­დი­უ­სე­რი არ ყო­ფი­ლა ჩემი, ვახ­ლობ­ლობ­დით, კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, პი­რად საქ­მე­ებ­ში არ ვე­რე­ო­დით. წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ასეთ საქ­მე­ებ­ში თუ იყო. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, ცოლი ჰყავს, ავად­მყო­ფი დედა და ორი ბავ­შვი. რო­გორც მე­გო­ბა­რი – გა­და­სა­რე­ვი, ტკბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მე­ო­რე მხა­რე არც ვი­ცო­დით. სახ­ლიც კი არ აქვს ბიჭს, შე­მიძ­ლია შვი­ლიშ­ვი­ლი და­ვი­ფი­ცო, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. რა­ი­მე შე­მო­სა­ვა­ლი თუ ჰქონ­და, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მიხ­დი­და ჰო­ნო­რარს და გას­ტრო­ლებ­ზეც წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ.

ქალი სა­ერ­თოდ არ ვიცი ვინ არის, ჩვე­ნი წრის არ არის. არც სა­კუ­თარ­მა დე­დამ და ცოლ­მა არ იცი­ან. გუ­შინ და­მი­რე­კეს, რომ პო­ლი­ცია და­ად­გა და ჯიმი აიყ­ვა­ნე­სო. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო შო­უ­ბიზ­ნე­სი, ბოლო დროს თა­ვა­დაც და­ი­წყო სიმ­ღე­რა. ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს მე­გობ­რებ­ში და ახ­ლობ­ლებ­ში და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­გორ გა­ეხ­ვა ამ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში”.

გაუზიარე!

Shares