fbpx

თამთა მეგრელიშვილი 2023 წლის მარტის მოვლენებზე: ფაქტია, რომ კანონპროექტმა მიღებულ კანონზე კარგად იმუშავა და დღეს გაშიფრულია ყველა ძალა, რომელიც ქართულ სახელმწიფოში ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედებს

*წელიწადი გავიდა იმ მოვლენებიდან, რაც ოპოზიციურმა ძალებმა წინ ფარად ახალგაზრდები აიფარეს და ევროპულობის სახელით ამერიკის კანონის “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” ანალოგს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს დაუპირისპირდნენ,” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “ხალხის ძალამ” მოგებული სვლა დათმო იმისთვის, რომ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო.

“წელიწადი გავიდა იმ მოვლენებიდან რაც ოპოზიციურმა ძალებმა წინ ფარად ახალგაზრდები აიფარეს და ევროპულობის სახელით ამერიკის კანონის “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” ანალოგს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს დაუპირისპირდნენ.
“ხალხის ძალამ” მაშინ აღნიშნული კანონპროექტის სამართლებრივი განსჯის ყველა საფეხური წარმატებით გადალახა, მაგრამ მოგებული სვლა შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების უსაფრთხოებისთვის დათმო.
გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა არეულობა, დაკვეთა იყო ფატალური შედეგის და ამაზე აიგებოდა ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური დღის წესრიგი.
დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ “ხალხის ძალის” გონიერებით ჩვენ თავიდან ავიცილეთ სერიოზული საფრთხეები.
ასევე ფაქტია, რომ კანონპროექტმა მიღებულ კანონზე კარგად იმუშავა და დღეს გაშიფრულია ყველა ძალა, რომელიც ქართულ სახელმწიფოში ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედებს.
მიუღებელი კანონი დღესაც მუშაობს და საზოგადოება ინფორმირებულია მისთვის აქამდე დაფარულ ყველა საკითხზე.
ეს არის “ხალხის ძალის” და საზოგადოების უმრავლესობის გამარჯვება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად უკან არაფერზე არ იხევს.” – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება