fbpx

თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს

„აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება. მაგალითად, ჩვენს ბოლო ორ წერილზე [„ნაცმოძრაობის გასამართლების მოთხოვნასთან დაკავშირებით] ძალიან სერიოზული გამოხმაურებები მოწმობს იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობის ანარეკლია,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
„დაარსების დღიდან დღემდე, „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის. ჩვენ ვბედავთ და ვსაუბრობთ ქართულ ინტერესებზე. ვიზიარებთ რა პრინციპს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენ მათთან ღიად ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ გამოწვევებზე. ფაქტია, რომ შინ თუ გარეთ ვამხელთ პოლიტიკურად არაკეთილმოსურნე ძალებს. ქართული პოლიტიკა ხალხთან უფრო ახლოს მივიტანეთ და ამიტომაც „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს.
აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება. მაგალითად, ჩვენს ბოლო ორ წერილზე [„ნაცმოძრაობის გასამართლების მოთხოვნასთან დაკავშირებით] ძალიან სერიოზული გამოხმაურებები მოწმობს იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობის ანარეკლია,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება