fbpx

თამთა მეგრელიშვილი ხაბეიშვილს: ხვალ ველი, შენს პასუხს ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, არ დაგავიწყდეს მიაწერე “რუსეთუმეა” – სერბეთი; ბულგარეთი; ბუდაპეშტი

თამთა მეგრელიშვილი ხაბეიშვილს: ხვალ ველი, შენს პასუხს ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლების და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა. არ დაგავიწყდეს მიაწერე “რუსეთუმეა” – სერბეთი; ბულგარეთი; ბუდაპეშტი ,,საჭირო ეტაპების გასავლელად (EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა რაც ოპოზიციონერმა “ტროლმა” ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კა­ლა­ძეს 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუ­სული კომ­პა­ნი­აა.” – ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმა – როგორიც არის ბუდაპეშტი; სერბეთი; ბულგარეთი. ,,თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, იმ უმნიშვნელოვანეს პროექტთაგან ერთ – ერთია რომელიც აუცილებლად განხორციელდება. თბი­ლი­სის მეტ­როს მო­დერ­ნიზებისთვის170 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­შეკრუ­ლე­ბა უკვე გაფორმებულია. სხვა საჭირო ეტაპების გასავლელად (EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა რაც ოპოზიციონერმა “ტროლმა” ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კა­ლა­ძეს 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუ­სული კომ­პა­ნი­აა. და მაინც, ამ რუსული კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმაც: ბუდაპეშტი 2016-2017 წ – 222 მეტროს ვაგონი; სერბეთი 2012-2016 წ – 39 რელსიანი ავტობუსი; 2012-2016 წ ორვაგონიანი მატარებელი (დიზელზე) ბულგარეთი 2013 წ – 30 მეტროს ვაგონი 2020-2023წ სრული მოდერნიზაცია 48 ვაგონის ყველა ეს დაკვეთა შეასრულა სს “მეტროვაგონმაშ- მა. ყველა ქვეყანა ჩამოთვლილთაგან რუსეთუმეა?! აბა ხვალ ველი შენს პასუხს ხაბეიშვილო ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლებისა და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა. არ დაგავიწყდეს მიაწერე “რუსეთუმეა” მაგ: სერბეთი- რუსეთუმეა! ბულგარეთი- რუსეთუმეა! ბუდაპეშტი.” წერს მეგრელიშვილი facebook -ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება