fbpx

თამთა მეგრელიშვილი: წარმატებები ჩვენს მეცნიერებს და მადლობა “ფონდ ქართუს” ასე უხმოდ საქვეყნო საქმეების კეთებისთვის

,,იმედია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი მედიკამენტის ეფექტურობა მალე დადასტურდება და ქართველებსაც გვექნება ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ხერხები,” – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვული აღნიშნავს, ფონდი კანონმდებლობის სრული დაცვით აფინანსებდა და აფინანსებს მეცნიერების მიერ დაწყებულ კვლევებს.

,,პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელებული სიუჟეტების საპასუხოდ ვიტყვი, რომ
ნებისმიერი ფონდის მხრიდან კომერციულ საწარმოებში წილის ფლობა და მათი საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღება, არ ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკასა და ქართულ კანონმდებლობას.

მეტიც, აპრობირებული და კარგი პრაქტიკაა როცა მიღებული შემოსავალი და დივიდენდი ისევ ფონდის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება.
ეს ასეა ამერიკაში და ეს ასეა ევროპაში.

ახლა კი უფრო დეტალურად:
⭕️ფონდი ქართუ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით.

⭕️2020 წელს პანდემიის გამოწვევებთან გასამკლავებლად ქართველ მეცნიერებს რომლებმაც მუშაობა არაერთ მედიკამენტზე დაიწყეს დახმარების ხელი მხოლოდ ფონდმა ქართუმ გაუწოდა.

⭕️ფონდი კანონმდებლობის სრული დაცვით აფინანსებდა და აფინანსებს მეცნიერების მიერ დაწყებულ კვლევებს.

⭕️სწორედ ფონდის დახმარებით შეიქმნა ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, „სულაჟერი“ რომელიც მაღალეფექტურია როგორც საკუთრივ „კოვიდ-19-ის“, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში.
აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოოდ დასადგენად კვლავ მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები.
ამ პროცესში მედიკამენტზე მომუშავეთა ჯგუფს საკუთარი გამოცდილბას უზიარებს ქართველი მეწარმე დავით ხიდაშელი.

იმედია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი მედიკამენტის ეფექტურობა მალე დადასტურდება და ქართველებსაც გვექნება ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ხერხები.

წარმატებები ჩვენს მეცნიერებს და მადლობა “ფონდ ქართუს” ასე უხმოდ საქვეყნო საქმეების კეთებისთვის.

თქვენ კი ოპოარხებო ყველგან დანაშაულისა და დამნაშავის ძებნაში ზოგჯერ კი გამოგდით მათთვის კარგი პიარი,” – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება