fbpx

თამთა მეგრელიშვილი: შექმნის დღიდან, „ხალხის ძალა“ დღემდე არის ყველზე ეროვნული ძალა, რომელმაც ყველა დონეზე, შინ თუ გარეთ, ღიად და დაუფარავად მოახერხა და დაიცვა ქართული სახელმწიფოს ინტერესები

„ეს გამარჯვება ეკუთვნის ქართველ ხალხს, სახელისუფლო გუნდს და „ხალხის ძალას“ და არავითარ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებიც დესტრუქციული პოლიტიკით ცდილობდნენ, ყველანაირად ხელი შეეშალათ იმ მონაპოვრის მიღებაში, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს მიღწევაა, კანდიდატის სტატუსის სახით“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ის ძალაა, რომელმაც თამამი უარი თქვა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ მონობაზე.

„ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, ქართველ ხალხს მივულოცავ ამ მონაპოვარს. ეს არის ევროკავშირის მხრიდან, ქვეყნის პოლიტიკური აღიარების უმაღლესი პოლიტიკური ფორმა, რომლის შემდეგ მხოლოდ წევრობა მოდის.

ვფიქრობ, რომ სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ანუ კანდიდად სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ, სამეზობლოს განვითარების ფონდიდან მიიღონ სერიოზული შემოსავლები, ანუ დაფინანსებები.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის რეალობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ (იქეთ რომ გადავწიოთ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც უკვე განულებული და წყალწაღებულია პოლიტიკურად), არის ის გზა, რასაც ჩვენ დავადექით, ეს არის შესაძლებლობის ახალი ეტაპი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას პოლიტიკურად ინტელექტუალურმა ძალებმა, რაც ამ პროცესიდან ჩახსნილად აცხადებს, ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ყველა პოლიტიკოსს, ანუ, როდესაც ინტელექტუალურ ძალებზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა მოვიაზროთ სახელისუფლო გუნდი და „ხალხის ძალა“ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, „ხალხის ძალამ“ გამოკვეთილად მოამზადა ნიადაგი პოლიტიკური პრაგმატიზმისთვის და ეს ის ძალაა, რომელმაც თამამი უარი თქვა, პოლიტიკურ-იდეოლოგიურ მონობაზე.

შექმნის დღიდან დღემდე „ხალხის ძალა“ არის ყველზე ეროვნული ძალა, რომელმაც ყველა დონეზე, შინ თუ გარეთ, ღიად და დაუფარავად მოხერხა და დაიცვა ქართული სახელმწიფოს ინტერესები. „ხალხის ძალამ“ ყველას დაანახა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის უპირატესობა სირცხვილი არ არის. პირიქით, უხერხულიც კი გახადა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გვერდის ავლით, სხვა ინტერესებზე საუბარი. მე ასე ვიტყოდი, დღეს „ხალხის ძალა“ ატარებს ყველაზე ქართულად საქმის კეთების მისიას. ამ ინფორმაციულ ბრძოლაში, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ შანტაჟში – დაიწყეთ ომი! – „ქართული ოცნების“ გვერდით იდგა ქართველი ხალხი და „ხალხის ძალა“. დიახ, ეს გამარჯვება ეკუთვნის ქართველ ხალხს, სახელისუფლო გუნდს და „ხალხის ძალას“ და არავითარ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებიც დესტრუქციული პოლიტიკით ცდილობდნენ, ყველანაირად ხელი შეეშალათ იმ მონაპოვრის მიღებაში, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს მიღწევაა, კანდიდატის სტატუსის სახით“, -განაცხადა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება