fbpx

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინის რადას თავმჯდომარეს სტეფანჩუკს შალვა პაპუაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინის რადას თავმჯდომარეს სტეფანჩუკს შალვა პაპუაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა. მიმართვაში ხაზი გაესვა საქართველოს მიერ უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას და ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი შალვა პაპუაშვილის მიმართვას უკრაინის რადას თავმჯდომარისადმი. როგორც მეგრელიშვილი წერს, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერას. ,,უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაზე შალვა პაპუაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა. პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერას. დიახ, საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას და ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. დესტრუქციულთა ყოველი მცდელობა ამ მძიმე წუთებში გააფუჭონ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა უშედეგოა და ამადვე დარჩება. პასუხი და რეაგირება მოჰყვება ყველა ამგვარ მცდელობას. დიდება უკრაინას და მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს! “ – წერს მეგრელიშვილი Facebook -ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება