fbpx

თამთა მეგრელიშვილი: სახელისუფლებო გუნდის მიერ სამართლებრივი გამარჯვების მიუხედავად, 1ხალხის ძალა” ამ მძიმე მოღალატეობრივ პროცესზე (2008 წლის ომზე) საუბრით არ შემოიფარგლება და იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების შემდეგ დააინიცირებს გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ

„ის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არა მაშინდელი ხელისუფლების ავანტიურა, არამედ მისი შეგნებული ნაბიჯი იყო. „ნაციონალური მოძრაობა” 2008 წელს არა პოლიტიკური საჭიროებით, არამედ, გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთ-საქართველოს ომი ქართულმა სახელმწიფომ დაიბრალა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ამ პოსტით „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ წერილს აფასებს.

მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ომის დაწყება არაერთგზის დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც და
მიხეილ სააკაშვილის, მისი გარემოცვის, პირდაპირ სახელმწიფოს ღალატი იყო მიზანმიმართული, წინასწარ შეთანხმებული ბოროტება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„დაარსების დღიდან დღემდე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
„ხალხის ძალამ” პოლიტიკურ კულტურული გარდატეხა დაიწყო, როცა ხალხთან ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც პირველადზე, ღიად საუბარი გაბედა და დაუფარავად ამხილა ქართულ პოლიტიკაში და მის გარეთ არსებული ყველა არაჯანსაღი ძალა.
„ხალხის ძალის” მიერ აქამდე გავრცელებული ყველა საჯარო წერილი, საზოგადოებაში ინტერესთან ერთად ნდობას იწვევს, რადგან, ყველა საკითხი რომელიც „ხალხის ძალის” მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოდის საბოლოოდ ფაქტებით დასტურდება.
დღევანდელი წერილიც ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის გამართლება და მათი საჭირო ინფორმაციით აღჭურვაა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი თუმცა, მათ საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებების სრულად განადგურება მაინც ვერ შეძლეს.
„ხალხის ძალის” მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ირგვლივ დამუშავებული და გაანალიზებული მასალები, ამ საკითხზე გაკეთებული გარე თუ შიდა აქტორების კომენტარები ცხადყოფს, რომ 2008 წელს საქართველო მიხეილ სააკაშვილის მიერ ომამდე გაყიდულ ომში ჩაერთო.
ის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არა მაშინდელი ხელისუფლების ავანტიურა, არამედ მისი შეგნებული ნაბიჯი იყო.”ნაციონალური მოძრაობა” 2008 წელს არა პოლიტიკური საჭიროებით არამედ, გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით რუსეთ-საქართველოს ომი ქართულმა სახელმწიფომ დაიბრალა, როცა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ტექსტი „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა, არ გააპროტესტა, არამედ უაპელაციოდ დაიბრალა.
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ომის დაწყება არაერთგზის დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც.
მიხეილ სააკაშვილის, მისი გარემოცვის, პირდაპირ სახელმწიფოს ღალატი იყო მიზანმიმართული, წინასწარ შეთანხმებული ბოროტება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ.
2008 წლის ომი ომამდე გაიყიდა და ამას ხელი მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა!
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება წლების მანძილზე თავს იკავებდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულსა და სამშობლოს ღალატზე საუბრისგან რადგან მიმდინარე იყო სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, სადაც ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ედავებოდნენ.
მოქმედმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესებში ქართული ჯარი დაეცვა და გაემართლებინა. ამ დავებში ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი გამართლდა და მიხეილ სააკაშვილის მიერ ღირსებაშელახულმა სახელმწიფომ
საქართველომ, რუსეთთან სამართლებრივი გამარჯვება მაინც მოიპოვა.
2008 წლის ომის შედეგად დიდი მსხვერპლისა და გამოუსწორებელი შედეგების გათვალისწინებით ქართული მხარე რუსეთთან სამართლებრივად მაინც მოგებულია, რაც ღირსების საკითხიც იყო და “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილის ღალატის მიუხედავად ეს გამარჯვება დადო, შეძლო რა რომ ქართულ სახელმწიფოს შელახული სახელმწიფოებრივი ღირსება აღუდგინა.
ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ სამართლებრივი გამარჯვების მიუხედავად, “ხალხის ძალა” ამ მძიმე მოღალატეობრივ პროცესზე საუბრით არ შემოიფარგლება და “ხალხის ძალა”, როგორც ეროვნული ძალა, იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების შემდეგ დააინიცირებს გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს „ხალხის ძალისთვის” იქნება მკაფიო “ომის” სიგნალი და გამოძიების დაწყება არჩევნებამდე მოხდება, რადგან ამ დანაშაულზე ღიად საუბარი არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და მომავალი თაობების წინაშე, რათა მომავალში აღარავის დარჩეს იმის განცდა, რომ სამშობლოს ღალატი დაუსჯელი დარჩება,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება