fbpx

თამთა მეგრელიშვილი: რუსული ინტერესია თუ არა ამ პროვოკაციულ რიტორიკაში აქტიურად ჩაერთოს ქართული მხარე და ჰქონდეს რუსეთს გარკვეული საბაბი საქართველოს მიმართ

თამთა მეგრელიშვილი: ჯერ არჩადენილ ქმედებაში ბრალის დადება ხომ არ აკნინებს და ასუსტებს იმ პოზიციას და სიმართლეს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას აქვს რუსეთის მიმართ და ხომ არ არის ეს რუსული ინტერესი? საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ რეზოლუციას აკრიტიკებს. “კითხვები მაქვს ,,ქართული ოცნების’’ რეზოლუციის კრიტიკოსებთან: ჯერ არჩადენილ ქმედებაში ბრალის დადება და წინასწარ სახელობით დამნაშავედ გამოცხადება ხომ არ აკნინებს და ასუსტებს იმ პოზიციას და სიმართლეს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას აქვს რუსეთის მიმართ და ხომ არ არის ეს რუსული ინტერესი? ანუ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხომ არ არის ბრალი დასდონ იმაში, რაც არ ჩაუდენია ან შეიძლება არც მომავალში ჩაიდინოს?! ასევე რუსული ინტერესია თუ არა ამ პროვოკაციულ რიტორიკაში აქტიურად ჩაერთოს ქართული მხარე და ჰქონდეს რუსეთს გარკვეული საბაბი საქართველოს მიმართ და მასვე ხომ არ აწყობს ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანა?! ამ კითხვებზე გამეცით გულწრფელი პასუხი და შემდეგ გავაგრძელოთ კრიტიკა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება