fbpx

თამთა მეგრელიშვილი: პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმისა თუ როგორი უპრინციპო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკოსი

თამთა მეგრელიშვილი: პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმისა თუ როგორი უპრინციპო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკოსი. ახლახან ერთობლივი პოლიტიკური ფორმულით დაამტკიცეს, რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17 საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება სენაკის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება 16 დეპუტატით მოინდომეს. „პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმისა თუ როგორი უპრინციპო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკოსი. სიტყვებიდან – “მე თქვენ დაგასრულებთ!” ქმედებამდე – “მოდი, პოლიტიკურად გადაგეხვევი!” გიორგი გახარია დგას და თავმოჭრილი პოლიტიკოსის მწარე ღიმილით იღიმის. ახლახან ერთობლივი პოლიტიკური ფორმულით დაამტკიცეს, რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17. მოკლედ “მტერმოყვარეთა” კოალიცია ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, რუსთავსა და სენაკში პოლიტიკურ დუღილს აჰყვა და როდის გადმოვა და რომელს დაწვავს კაცმა არ იცის…“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება