fbpx

თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიაზე: მიზანი ერთია- ის პრეზიდენტთან ერთად ღია მოქმედებას იწყებს საერთაშორისო დონეზე რათა ქართულმა სახელმწიფომ “ქართული ოცნების” პირობებში არ მოიპოვოს სტატუსი

“ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის, ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. მიზანი ერთია – ის პრეზიდენტთან ერთად ღია მოქმედებას იწყებს საერთაშორისო დონეზე, რათა ქართულმა სახელმწიფომ “ქართული ოცნების” პირობებში არ მოიპოვოს სტატუსი,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი მათთვის ნიშნავს მომავალ არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას, რაც მათ, როგორც დესტრუქციულთა მომავალ პოლიტიკურ გეგმებში არ ჯდება.
„ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. მიზანი ერთია – ის პრეზიდენტთან ერთად ღია მოქმედებას იწყებს საერთაშორისო დონეზე, რათა ქართულმა სახელმწიფომ “ქართული ოცნების” პირობებში არ მოიპოვოს სტატუსი. სტატუსი მათთვის ნიშნავს მომავალ არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას, რაც მათ, როგორც დესტრუქციულთა მომავალ პოლიტიკურ გეგმებში არ ჯდება. მინაწერი: სინამდვილეში 0-ზე გამრავლებული ნებისმიერი რიცხვი 0-ია. მიმატება და გამრავლების ტაბულა მაინც არ გისწავლიათ “Dames” სკოლაში?“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება