fbpx

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა

“ტვ პირველის” ბინძური ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა! სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობის” დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სინამდვილეში გიორგი ფარცვანიამ მამუკა მდინარაძეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელისაგან შესაბამისი პასუხი მიიღო.

“ტვ პირველის” ბინძური ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა!
სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობის” დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით,
მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მან მამუკა მდინარაძეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა (რაზეც ლოგიკურია ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელისაგან შესაბამისი პასუხიც მიიღო) და საპასუხო “სქრინები” საჯაროდ გამოტანისათვის ოპოზიციურ ტელეარხს გადასცა.
ტელეკომპანია პირველმა ფარცვანიას მიერ მოწყობილ პროვოკაციას ტყუილიც დაუმატა (თითქოს მამუკა მდინარაძემ ასევე შეაგინა ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას) და მაყურებელს ასე მიაწოდა.
მინაწერი: მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” გუნდის ღირსეული წევრი, კარგი პოლიტიკოსი და მართლა საქმის მკეთებელი კაცია!
მე ბევრი ვიცი მის მიერ გაკეთებული უანგარო სიკეთის შესახებ, მაგრამ დუმილს ვარჩევ.
შენ კი ზონდერო გიორგი ფარცვანიავ, გირჩევ არ შეედარო, ვერც შეედრები…
ჯობია გაჩუმდე, ხომ ხედავ შავი დავალების შემსრულებლის იქეთ ვერ მიდიხარ რადგან არც კაცობა გივარგა და არც პოლიტიკური მრწამსი.“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება