fbpx

თამთა მეგრელიშვილი- ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით დაკვეთაა, გამოყენებულ იქნეს ნაცადი მეთოდი. ოპოზიციურმა პარტიებმა, რამდენიმე არასამთავრობოსთან ერთად, უკვე მიიღეს მესიჯები, ახლაც ახალგაზრდების გამოყენება იგეგმება

„ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით მყარი პოზიციით ერთ მხარეს არის ხელისუფლება და “ხალხის ძალა” და მეორე მხარეს დგას ყველა სხვა დანარჩენი ძალა, შეშფოთებითა და უმეტესად პოლიტიკური დუმილით“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ამ პროცესებში საკუთარ მონაწილეობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი ეს მონაწილეობა იქნება მხოლოდ დესტრუქციული.
მისივე თქმით, ახლაც ახალგაზრდების გამოყენება იგეგმება. დაკვეთაა გამოყენებულ იქნეს ნაცადი მეთოდი.

„ლგბტ პროპაგანდა არის საკითხი რომელიც მწვავე დაპირისპირებების მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებების საბაბი არაერთხელ გამხდარა, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად გონიერი და ეროვნული სახელისუფლებო გუნდი იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას მოაწესრიგოს ეს საკითხი და მიიღოს ყველა ზომა ამ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად.
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით მყარი პოზიციით ერთ მხარეს არის ხელისუფლება და “ხალხის ძალა” და მეორე მხარეს დგას ყველა სხვა დანარჩენი ძალა, შეშფოთებითა და უმეტესად პოლიტიკური დუმილით.
ოპოზიციური პარტიები ამ პროცესებში საკუთარ მონაწილეობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი ეს მონაწილეობა იქნება მხოლოდ დესტრუქციული.
მათ რამდენიმე არასამთავრობო ძალასთან ერთად უკვე მიიღეს მზა მესიჯები, აქვთ წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმა, ისინი, საგანგებოდ მომზადებულნი, მხოლოდ ასე გამოვლენ ქუჩაში.
დიახ, საიდუმლო არ არის, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი საგანგებოდ გადამზადდა იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩურ, რევოლუციური სცენარით წაიყვანონ და თუ საჭირო გახდება სამართალდამცველებს ისევ ესროლონ მოლოტოვის კოქტეილები.
ამ ახალგაზრდებმა პირველი ანტისახელმწიფოებრივი გამოცდა მარტის მოვლენების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაპირისპირებით “წარმატებით” ჩააბარეს.
მათ მიერ ჩაბარებული ამ გამოცდის შედეგები კონკრეტული ძალების კარგ დაფინანსებაზე პირდაპირ აისახა და დავალებების მიმცემნიც კმაყოფილნი დარჩნენ შესრულების ახალგაზრდული “ხარისხით”.
ახალგაზრდების გამოყენება იგეგმება ახლაც. დაკვეთაა გამოყენებულ იქნეს ნაცადი მეთოდი.
სურთ უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე
წინ ისევ ისე აიფარონ ახალგაზრდები და ჩვენ, ვინც ამ ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვას ვითხოვთ მოგვნათლონ როგორც ბნელები.
მე იმედი მაქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის.
ვფიქრობ მოვა დრო და ისევ ის ფარად აფარებული ახალგაზრდები მიხვდებიან რომ ჩვენ ჩვენს წილ ბრძოლას მათი ღირსეული მომავლისთვის ვიბძოდით.“-წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება