fbpx

თამთა მეგრელიშვილი „კორუფციის აღქმის ინდექსზე“: ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას – ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება

ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას- ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯის ხილული ნაწილია.

„საერთაშორისო გამჭირვალობამ კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს.
აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.
საქართველოს ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.
ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას- ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება!
მმართველობის პროცესს ეს სასიკეთო ძვრები ინსტიტუციურ მდგრადობას მატებს.
ეს წარმატება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯის ხილული ნაწილია.
მშვიდობა, წარმატება და განვითარება ჩვენს სახელმწიფოს.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება