fbpx

თამთა მეგრელიშვილი: იუნისეფის კვლევით დასტურდება, რომ იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც საბავშვო ბაღში დადის, კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხით

“კვლევით დასტურდება, რომ იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით, ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -აღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების თითქმის 80 % საჯარო სკოლების ხარისხით კმაყოფილია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, განათლების სფეროს მიმართულებით სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგები, იუნისეფის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაზეც აისახა. მისივე თქმით, სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად მომავალშიც ბევრი პროეტქის განხორციელებაა დაგეგმილი.

„საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან სასკოლო სახელმძღვანელოებით.
ამასთანავე, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს პირველ კლასში გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი.
მე-9 კლასის ბოლოს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ კომპიუტერები.
სოფელში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი მოსწავლეა სკოლაში (1, 3 თუ 7), მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
ამასთანავე, მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახლომდებარე სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირებას უახლოეს სკოლაში.
სამინისტროში მოქმედებს სოფლის და განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის სკოლებისთვის არაფორმალური განათლების წრეების დაფინანსების პროგრამა, რომელიც უფასოდ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის შესაბამისი არაფორმალური განათლების წრეებს ხელოვნების, მუსიკის და სპორტის მიმართულებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით.
უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით 1700-ზე მეტი მანდატური და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოდგენილია ყველა საჯარო სკოლაში.
ეს არის სწორი პოლიტიკა რომელმაც დადებითი გავლენა იუნისეფის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაზეც იქონია.
კვლევით დასტურდება, რომ იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით, ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -აღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების თითქმის 80 % საჯარო სკოლების ხარისხით კმაყოფილია.
ეს მიდგომა ამ მიმართულებით არსებული საჭირო პოლიტიკის გამოძახილია.
ფაქტია, ბევრი რამ კეთდება, ბევრი რამ გეგმაშია და მოსწავლისა თუ ბაღის აღსაზრდელის უფლება სწავლაზე და სწავლის პროცესში სათანადო გარემოზე, დაცული და მისაბაძია.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება