fbpx

თამთა მეგრელიშვილი ივანიშვილზე: მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა ქვეყნისთვის, რომ თავი დახაროთ და აღიაროთ

თამთა მეგრელიშვილი ივანიშვილზე: მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა ქვეყნისთვის, რომ თავი დახაროთ და აღიაროთ – კი, ეს კაცი ქველმოქმედია და ყველაფერს უანგაროდ აკეთებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქველმოქმედებას ეხმიანება. როგორ ცნობილია ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს. მისი თქმით მისი კეთილი ნებით, ქვეყნის მასშტაბით, არა ერთი ქველმოქმედება გაკეთდა. „ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილის გრანდიოზული ქველმოქმედების ციფრებში ასახვა რომ გაგიჭირდება ადამიანს … დიახ, მისი კეთილი ნებით ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მათ შორის, გერგეტის სამებას, უფლისციხეს, სვეტიცხოველს, ვარძიას და ა.შ. დაფინანსდა სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა). მატერიალურ დახმარებას დღემდე იღებს საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის ეროვნული ნაკრები. აშენდა რამდენიმე სტადიონი და სარგაბო ბაზა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა. ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მისივე კეზტილი ნებით განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისათვის. საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა stopgov.ge-(მთლიანად ჩარიცხულია 138 მილიონი ლარი) აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. მისივე კეთილი ნებით განხორციელდა მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი – აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადასცა საჩუქრად და მთლიანად ყველა საჭირო სამუშაოს: გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად იღებს საკუთარ თავზე. უმადურ და დაუნახავ ადამიანებთან მაქვს კითხვა – მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა ქვეყნისთვის, რომ თავი დახაროთ და აღიაროთ – კი, ეს კაცი ქველმოქმედია და ყველაფერს უანგაროდ აკეთებს!“- წერს მეგრელიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება