თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს მინდა მივმართო

როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა – მეტი არაფერი!
ძალიან კარგად იცი, რომ გელაძის ოჯახი, კონკრეტულად კი მისი მეუღლის მამა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, თანაც ათეულობით წელია.
ამ ყველაფერს უჩუმრად, ზედმეტი აფიშირების გარეშე აკეთებენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით…
როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომლის დროსაც, სხვათა შორის, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალია და კორუფციასთან ბრძოლამაც სწორედ ახლა მიიღო უპრეცედენტოდ სასიამოვნო მასშტაბი, ეტყობა ეგ პირიქით, ძალიან გაწუხებთ!..