fbpx

თამთა მეგრელიშვილი – ეკა გიგაური, ლადო აფხაზავა, გიორგი ჯანელიძე, ბესო სოლომანაშვილი, გიორგი მშვენიერაძე – თითოეული მათგანი სამოქალაქო აქტივიზმს ამოფარებული პოლიტიკური მხარეა

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს 12 პუნქტიან გეგმაზე ესაუბრებიან საზოგადოებაში, (განსაკუთრებით ნაცურ პოლიტიკურ ჟანრში) კარგად ცნობილი სახეები: ეკა გიგაური, ლადო აფხაზავა, გიორგი ჯანელიძე, ბესო სოლომანაშვილი, გიორგი მშვენიერაძე. ერთი შეხედვით კარგი ერთობაა არა?! მაგრამ თითოეული მათგანი სამოქალაქო აქტივიზმს ამოფარებული პოლიტიკური მხარეა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე გაკეთებულ მათ მოწოდებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ მხარედ ქცეულ ადამიანებს “ნაცმოძრაობა” პოლიტმესიჯებით, დასავლეთი კი ფულით ეხმარება და მათში მიკერძოების ელემენტი შესამჩნევად დიდია.

“კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს 12 პუნქტიან გეგმაზე ესაუბრებიან საზოგადოებაში, (განსაკუთრებით ნაცურ პოლიტიკურ ჟანრში) კარგად ცნობილი სახეები:
ეკა გიგაური, ლადო აფხაზავა, გიორგი ჯანელიძე, ბესო სოლომანაშვილი, გიორგი მშვენიერაძე.
ეკა გიგაური – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ლადო აფხაზავა – მასწავლებელი
გიორგი ჯანელიძე- იუმორისტი
ბესო სოლომანაშვილი- მწერალი
გიორგი მშვენიერაძე- ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი
ერთი შეხედვით კარგი ერთობაა არა?! მაგრამ თითოეული მათგანი სამოქალაქო აქტივიზმს ამოფარებული პოლიტიკური მხარეა.
გავიხსენოთ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე გაკეთებული მათი მოწოდებები:
“ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ის გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს” – გიორგი მშვენიერაძე
გავიხსენოთ ლანჩხუთიდან ჩამოსული პოლიტიკურად ძალიან გაბრაზებული პედაგოგი ლადო აფხაზავაც – მან ასე მიმართა აქციაზე შეკრებილ ხალხს: “როცა არჩეული ხელისუფლება არ მოქმედებს , წინსვლა არ არის ქვეყანაში თითოეული თქვენთაგანი ხართ პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი ყველა ვინც ხელისუფლებაშია ხოდა ვიმოქმედოთ”…
“მთავრობას ეშინია ხალხის, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა” – ეკა გიგაური
გიორგი მშვენიერაძეზე ჩემს ყოფილ ლექტორზე დამატებით აღარაფერს ვიტყვი, გარდა იმისა რომ რასაც მასწავლიდა ის თავადვე დაივიწყა…
ამ პოლიტიკურ მხარედ ქცეულ ადამიანებს ფაქტია “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტმესიჯებით, დასავლეთი კი ფულით ეხმარება და მათში მიკერძოების ელემენტი შესამჩნევად დიდია“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02jZ5XYvrjt7NQztqnewWz3tJa7wXPeNbfv8U114ThckCaXLVDTo57jQcRLDPSkXHYl&id=100001228014408&mibextid=auqpCl

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება