fbpx

თამთა მეგრელიშვილი: ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, ეს კანონპროექტი რუსული რატომაა?!

„ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დასაცავად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული,“-წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების მაღალ ნიშნულზე დაცვას ქართული სახელმწიფოც იმსახურებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა საზოგადოებას რუსულ კანონად შეასაღა და ქუჩაში სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყვანა.

მისივე თქმით, ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, რომელსაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა სურს ეს ინიციატივა და კანონპროექტი რუსული რატომაა?!

„ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დასაცავად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას (171-მა დეპუტატი თანახმა, 25 წინააღმდეგი), რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული. ინიციატივა ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხო აქტორის ინტერესებში მოქმედი წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ (HATVP) გააკონტროლებს. რეესტრში მოხვდებიან ლობისტები, კომუნიკატორები და თანხების შემგროვებლები, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ. მაისში ამ ინიციატივას საფრანგეთის სენატი განიხილავს.
ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების მაღალ ნიშნულზე დაცვას ქართული სახელმწიფოც იმსახურებს,
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა საზოგადოებას რუსულ კანონად შეასაღა და ქუჩაში სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყვანა.

მართალია კანონპროექტმა მისაღებ კანონზე კარგად იმუშავა და მკვეთრად დაგვანახა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი პარტიები თუ არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ეს კანონი მისაღებია. ეს ჩემი უცვლელი პოზიციაა და ამ სურვილს თავისი არგუმენტირებული გამართლება აქვს.

მინაწერი: ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, რომელსაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა სურს ეს ინიციატივა და კანონპროექტი რუსული რატომაა?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება