fbpx

თამთა მეგრელიშვილი: გიორგი გახარიას ამჟამად უთხრეს, დროა „გაცოცხლდეო“, პიარული სვლა აიძულეს და განაცხადებინეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, გიორგი გახარია სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ აქცია პოლიტიკოსად, თუმცა ახლა მას პოლიტიკოსობანას თამაშიც აღარ გამოსდის.

„გიორგი გახარია 2012 წელს ჩამოვიდა, მას რეკომენდაცია ხუხაშვილმა გაუწია, რითაც ბიძინა ივანიშვილთან ნდობაში მარტივად შევიდა და საინტერესო კარიერული გზა განვლო: იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ – ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი – პრემიერ-მინისტრი.

ფაქტია, ის არავინ და არაფრიდან კაცად ბიძინა ივანიშვილმა აქცია.

თუმცა საპასუხისმგებლო და გადამწყვეტ მომენტში, 2021 წლის 18 თებერვალს, მან საკუთარი მოღალატეობრივი პოზიცია ღიად დააფიქსირა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა მიზეზით, თითქოს მიზანშეუწონლად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება.

ამით მან ღიად წაახალისა ნიკა მელიას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მეტიც, მხარდაჭერა გამოუცხადა მას.

ამ დღიდან მოყოლებული გიორგი გახარია მოქმედ ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში გადავიდა, თუმცა ის ოპონირებაში დადგენილ წესებსაც არ ცნობს და წმინდა მოღალატეობრივ ქმედებებს აგრძელებს. ძირითადად, მისი ბრძოლის მანერა დღეს – მუქარა ან გამოწვევაა.

ამჟამად, მას უთხრეს, დროა „გაცოცხლდეო“, პიარული სვლა აიძულეს და განაცხადებინეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო.

ნაძალადევი გამოწვევა ადრესატმა არ მიიღო, ლოგიკურიცაა – ტოლი, სწორი უნდა იყოს ის, ვინც გამოწვევას გაგიბედავს, რომ უპასუხო.

ბიძინა ივანიშვილის დუმილი გიორგი გახარიასათვის მორიგი პოლიტიკური მარცხია და დღეს ის ამას უკვე შემგუებლის თვალით უყურებს.

ალბათ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევასაც ნანობს, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომლის პოლიტიკური სვლები დროს უსწრებს და კაცი, რომლის გრანდიოზული ქველმოქმედების ციფრებში ასახვა ადამიანს გაგიჭირდება…

ბევრს არ დავწერ, მხოლოდ მცირედს გავიხსენებ – ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნებით, ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს;

დაფინანსდა სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობა. მატერიალურ დახმარებას დღემდე იღებს საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის ეროვნული ნაკრები;

აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება;

აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა ხალხის გადასარჩენად – პანდემიასთან ბრძოლისთვის;

ქალაქ თბილისში იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადასცა საჩუქრად და, მთლიანად, ყველა საჭირო სამუშაოს – გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაციასა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად იღებს საკუთარ თავზე;

ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელმაც მხოლოდ ქველმოქმედებაში ჯამში სამ მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო.

გამოდით და თქვით – ვინ გააკეთეთ ამდენი ან ამაზე მეტი?!

მინაწერი: ბატონო გიორგი გახარია, ვიცი, ამ კითხვაზე პოლიტიკურად გაჟრიალებთ, მაგრამ მაინც განვმეორდები – მრჩეველი არ გივარგათ, ფაქტია, ალბათ, მისი ვალიც გაქვთ, აბა, ისე რა რჩევაა… ვის ეტოლებით?! ვის ეჯიბრებით?!

„ქართული ოცნების“ გუნდის რეიტინგით კაცად იქეცით, მაგრამ პოლიტიკიდან ნიკა მელიას გამო გაიქეცით და ახლა პოლიტიკოსობანას თამაშიც აღარ გამოგდით“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება