fbpx

თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: მკვლელი სისტემის პირისპირ საკუთარი ოჯახით დადგა ქართველი ხალხისთვის, ისევ ქართველი ხალხის არჩევანს მინდობილი

გონიერი, პრაგმატული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც წინ უსწრებს მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს და ნებისმიერ გამოწვევას პოლიტიკური მზაობით ხვდება. მასთან ბრძოლაში შესვლა უკვე წაგებული თამაშია “მეგობრებო”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივი სისტემა, ჰუმანური, ადამიანის ინტერესებსა და უფლებებზე მორგებული სისტემით ჩაანაცვლა და მის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის.

„ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი” – ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები ყველაზე კარგად ერგება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში დაბრუნდა.
მის მიერ განვლილი გზა იყო რთული.
ის მკვლელი სისტემის პირისპირ საკუთარი ოჯახით დადგა ქართველი ხალხისთვის, ისევ ქართველი ხალხის არჩევანს მინდობილი.
მან მოახერხა და გვერდით შემოიკრიბა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებლად მებრძოლი ძალები და ქართული ოცნებით ერის კონსოლიდაცია შეძლო.
მან დანაშაულებრივი სისტემა, ჰუმანური, ადამიანის ინტერესებსა და უფლებებზე მორგებული სისტემით ჩაანაცვლა და დღესაც, წლების შემდეგ უცვლელია ის პოლიტიკური ნდობა, რომელიც პირველად „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა და მოქალაქეთა უმრავლესობამ გამოუცხადა.
სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან უკვე მერამდენედ ქვეყნის მართვის მანდატის მიღება შეძლო და ხალხის იმედები გაამართლა.
ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ მაღალი პოლიტიკური ნდობის პირობებში ბევრი ძირეული ცვლილება მოხდა, ბევრიც აწი მოხდება მაგრამ მთავარია, რომ ამ გუნდმა მრავალ პოლიტიკურ ქარტეხილს გაუძლო, ყველა გამოწვევას სახელმწიფოებრივი პასუხი გასცა და შექმნილი ინსტიტუციური მდგრადობა ხელშეუხებელი რჩება.
ამ ყოველივეს გააზრება ფაქტობრივი დადასტურებაა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის!
ის გონიერი, პრაგმატული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ფიგურაა, რომელიც წინ უსწრებს მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს და ნებისმიერ გამოწვევას პოლიტიკური მზაობით ხვდება.
მასთან ბრძოლაში შესვლა უკვე წაგებული თამაშია „მეგობრებო”… – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება