fbpx

თამთა მეგრელიშვილი: არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ

“საბედნიეროდ ქართულმა სახელმწიფომ მოახერხა და პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია მშვიდობის სახელით ომში ჩართვის მოსურნეთ და ჩვენ თავიდან ავიცილეთ ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია, მაგრამ როგორც ირკვევა არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს, სადაც განაცხადეს, რომ „კონტრტერორისტულმა ცენტრმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო“.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული იყო უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ანდრეი შარაშიძე, რაც ლოგიკურია აჩენს კითხვებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს.

„რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღიდან “ნაციონალური მოძრაობა” და მისი აქტორები საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში საომრად მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ, რაც პოლიტიკურ ენაზე რუსეთთან პირდაპირ ომს ნიშნავდა.
საბედნიეროდ, ქართულმა სახელმწიფომ მოახერხა და პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია მშვიდობის სახელით ომში ჩართვის მოსურნეთ და ჩვენ თავიდან ავიცილეთ ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია, მაგრამ როგორც ირკვევა არის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ.
ორგანიზატორების მიერ საქართველოში შემოტანილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს რომელიც შესაბამისმა სამსახურმა აღმოაჩინა, თავისი სიმძლავრით მნიშვნელოვანი მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო და ეს აჩენს ეჭვს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესაძლო დაგეგმვასთან დაკავშირებით.
გამოიკვეთა, რომ დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული იყო უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ანდრეი შარაშიძე, რაც ლოგიკურია აჩენს კითხვებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს.
ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა სრულად ითანამშრომლონ საქართველოს საგამოძიებო უწყებებთან, რათა არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა ამ დანაშაულთან დაკავშირებით.
ფაქტია, შესაბამისი სამსახურების დიდი ძალისხმევით (მათდამი დიდ პატივისცემას ვაფიქსირებ) ქართულმა სახელმწიფომ დიდი უბედურება აიცილა თავიდან.
ჩავარდა მცდელობა, ქართული სახელმწიფო ექციათ რუსეთის სამიზნედ.
ახლა უკრაინის სახელმწიფოს, გამოძიების ფარგლებში მოუწევს ყველა დასმულ კითხვას სათანადოდ უპასუხოს.
ალბათ კიდევ არაერთ საჭირო ინფორმაციას გავიგებთ.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება