fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენ ლუსტრაცია მოვახდინეთ, რაც ვერ შესძლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერავინ – ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია

„ისტორიული ფოტო დავდეთ! მთელს მსოფლიოსა და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში, ვინ ამყოფებს ქვეყანას მონობაში და ვის ეშინია სიტყვის „აგენტი“!“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მისივე თქმით, კანონპროექტების ინიცირების შემდეგ განვითარებული მოვლენები კონკრეტული პირებისა და პირთა ჯგუფების ლუსტრირებაა.

„ჩვენ ლუსტრაცია მოვახდინეთ, რაც ვერ შესძლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერავინ. ჩვენ ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია.

ამ ფოტოს შევინახავ და შემდეგ თაობებს ვანახებ თვითგამჭვირვალობის საუკეთესო მაგალითად!

ეს დიდი გამარჯვებაა!“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება