fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნედ პრაისმა არ იცის ამერიკული კანონიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი კანონპროექტის შესახებ და ხაბეიშვილისგან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა – ცხადია, მათ ყველაფერი იციან, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელება სჭირდებათ

ისტერიკა, რომელიც დღეს ევროპიდან და სრულიად დასავლეთიდან მოდის, ეფუძნება არა იმას, რომ საქართველომ შეცდომა არ დაუშვას, არამედ სულ სხვა მიზეზს – შიშს. რატომ ეშინია დასავლეთს ამ კანონის მიღების? პასუხი მარტივია – ეს კანონი რომ 2003 წლამდე ყოფილიყო, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, მსგავსი რევოლუცია იგეგმება და ეს გეგმა ნელ-ნელა ეშლებათ, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ის „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებას გამაოგნებელს უწოდებს.

„აშშ-ის მიზანი ხომ ის არის, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაზარდოს, ძლიერ სახელმწიფოდ აქციოს და ჩვენს პატარა ქვეყანას დაეხმაროს? ჩვენ გადმოვიღეთ მათი კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, მაგრამ განცხადებები, რომლებიც ამ საკითხზე მოვისმინე, გამაოგნებელია. საქართველოს რატომ არ ჭირდება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და სჭირდება მხოლოდ ამერიკას? საქართველო დღეს ჰიბრიდულ ომშია. სამწუხაროა, რომ დღეს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ უკვე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ დასავლეთის გარკვეული ფენებიც აწარმოებენ. ღმერთმა იცის, ხვალ საიდან დაიწყება ახალი ჰიბრიდული ომი… ფაქტია, რომ ისტერიკა, რომელიც დღეს ევროპიდან და სრულიად დასავლეთიდან მოდის, ეფუძნება არა იმას, რომ საქართველომ შეცდომა არ დაუშვას, არამედ სულ სხვა მიზეზს – შიშს. რატომ ეშინია დასავლეთს ამ კანონის მიღების? პასუხი მარტივია – ეს კანონი რომ 2003 წლამდე ყოფილიყო, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, მსგავსი რევოლუცია იგეგმება და ეს გეგმა ნელ-ნელა ეშლებათ. რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნედ პრაისმა არ იცის ამერიკული კანონიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი კანონპროექტის შესახებ და ხაბეიშვილისგან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა – ცხადია, მათ ყველაფერი იციან, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელება სჭირდებათ, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება