fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ საქართველოს თავზე, სადაც წმინდა გიორგის დროშა ფრიალებს, ცისარტყელას დროშას არ ავაფრიალებინებთ!

„უკრაინას ომი, ნგრევა და გაცამტვერება არ აკმარეს, სულიერადაც გაანადგურეს, რწმენა და ეკლესია წაუბილწეს.
გინდათ ასეთი საქართველო?“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, გლობალური ომის პარტიამ, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ცრუ პატრიოტებში საქართველოში, ისტორიას დარჩება მხოლოდ მათი სახელები, ვინც ქვეყანა გადაარჩინა!

„უკრაინას ომი, ნგრევა და გაცამტვერება არ აკმარეს, სულიერადაც გაანადგურეს, რწმენა და ეკლესია წაუბილწეს.
გინდათ ასეთი საქართველო?
მე არა!!!
პრეზიდენტს ვეკითხები, ეს ზელენსკია გმირი და ჩვენი ლიდერები პატარა კაცები?
არა უშავს, ისტორიას სულ ცოტა დრო უნდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
გმირია ის, ვინც საქართველო ომს, ნგრევას და განადგურებას გადაარჩინა!
გმირია ის, ვინც საქართველოს ეკლესია გადაარჩინა!
გმირია ის, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული სული გადაარჩინა!
რამდენი მილიონიც არ უნდა ხარჯონ ცრუ პატრიოტებში საქართველოში, ისტორიას დარჩება მხოლოდ მათი სახელები, ვინც ქვეყანა გადაარჩინა!
ამიტომ ვარ ამაყი, რომ ვდგავარ იქ, სადაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება!
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი პირადი კეთილდღეობა და სიმშვიდე დავთმეთ ამ ბრძოლისთვის, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ!
ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ საქართველოს თავზე, სადაც წმინდა გიორგის დროშა ფრიალებს, ცისარტყელას დროშას არ ავაფრიალებინებთ!“ – წერს ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება