fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: უცხოეთიდან ისევ ევროპით აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, არადა, გამჭვირვალობა სწორედ რომ ევროპული სტანდარტია

„საქმე გვაქვს ისევ გარე ძალებისგან შიდა საქმეებში ჩარევასთან. უცხოეთიდან ისევ ევროპით აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, არადა, გამჭვირვალობა სწორედ რომ ევროპული სტანდარტია“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ გარე ძალები ისევ ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და უცხოეთიდან ისევ ევროპით აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, მაშინ, როცა გამჭვირვალობა სწორედ რომ ევროპული სტანდარტია.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა კომენტარი გააკეთა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამ კანონის გამო კი ხალხი შარშან ქუჩაში გამოვიდაო.

მეთიუ მილერს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. თუკი საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარება სურთ, მაშინ ამერიკიდან, პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ ამ კანონის მიღებისკენ, რადგან გამჭვირვალობა სწორედაც, რომ უმაღლესი დემოკრატიული ნორმაა.

საქმე გვაქვს ისევ გარე ძალებისგან შიდა საქმეებში ჩარევასთან. უცხოეთიდან ისევ ევროპით აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, არადა, გამჭვირვალობა სწორედ რომ ევროპული სტანდარტია. ამ კანონს იღებს თავად ევროპარლამენტი და რატომ შეიძლება იყოს ჩვენთვის ხელისშემშლელი ევროპულ გზაზე, ამას არავინ ამბობს. არ ამბობენ იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ.

ისევ შარშანდელი სცენარის გამეორება სურთ, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ პოლიტიკაში ერთი და იგივე ფაქტი ორჯერ არ მეორდება იმავე „წარმატებით“. ალბათ იმასაც ხვდებიან, თუ რა ხაფანგში გააბა ხელისუფლებამ ოპოზიცია და ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას დიდი ჭკუა სჭირდება, რაც მათში ნამდვილად დეფიციტია“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება