fbpx

თამარ ჩიბურდანიძე – ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ – სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია

„ქართულ ოცნებას“, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი ჰყავს და არავის კითხვა არ უჩნდება იმაზე, თუ რატომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოსთვის, რადგან სწორად აფასებენ მოვლენებს, განსხვავებით – ოპოზიციის ამომრჩევლისგან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ძალიან ბუნებრივად მიდის წინასაარჩევნო პროცესი – ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს თავის ამომრჩეველს, მაგრამ არჩევნებში მიიღებენ იმდენივე ხმებს, რაც წინა არჩევნებზე, ანუ – დამაჯერებლად დამარცხდებიან.

„მთლიან ოპოზიციას, ყველას ერთად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს და ბუნებრივია, ისინი ცდილობენ სიტუაცია დაძაბონ ღია განცხადებებით ოპოზიციის სასარგებლოდ. მე ის მიკვირს, ასე ცოტა რატომ აკეთებს ღია განცხადებებს კანონის წინააღმდეგ, ნუთუ მეტი ვერ დაითანხმეს?

ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია.

თუკი შარშან ამ კანონის წინააღმდეგ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ, წელს ოპოზიცია მარტო დარჩა, მხოლოდ თავის ამომრჩეველთან ერთად. არავისთვის სიახლე არ არის, რომ არველაძეც, სუხიშვილიც, ნინო ქათამაძეც და მით უმეტეს, გიული ალასანიას უნივერსიტეტების პროფესორები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები არიან. პირველად ხომ არ გვინახავს მათ მხარეს? ამიტომ, ძალიან ბუნებრივად მიდის წინასაარჩევნო პროცესი – ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს თავის ამომრჩეველს, მაგრამ არჩევნებში მიიღებენ იმდენივე ხმებს, რაც წინა არჩევნებზე, ანუ – დამაჯერებლად დამარცხდებიან“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება