fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ვეტინგის სისტემით სასამართლოს ხელყოფის მთავარი სამიზნე არჩევნებია

. მართული სასამართლოთი სურთ სამართლიანი არჩევნების შედეგების გაუქმება „გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდეგი ეტაპისთვის. ამ გეგმაში შედის სწორედ ცესკოს რეპუტაციის შელახვა და ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მარტივად გააუქმონ არჩევნების შედეგები“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში აღარასდროს დააბრუნებს და ამიტომ არიან სასოწარკვეთილნი. “ვეტინგის სისტემით სასამართლოს ხელყოფის მთავარი სამიზნე არჩევნებია. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აუცილებლად წააგებს და ამიტომ უმთავრესი იარაღი სურთ ჩაიგდონ ხელში. თუკი, სასამართლო მათი ლობისტებისგან იქნება მართული, არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ და გააუქმებენ. ამიტომ არის ასეთი შემოტევა ვეტინგის სისტემის დანერგვაზე. გარდა იმისა, რომ მათგან მართული სასამართლოთი ადვილად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის გათავისუფლება და კეზერაშვილ-ადეიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალის მოხსნა, თავისუფლად შეძლებენ სამართლიანი არჩევნების წართმევას. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდეგი ეტაპისთვის. ამ გეგმაში შედის სწორედ ცესკოს რეპუტაციის შელახვა და ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მარტივად გააუქმონ არჩევნების შედეგები. ჩვენ ვემზადებით სამართლიანი არჩევნებისთვის და არავის მივცემთ უფლებას ან არჩევნების გაყალბების, ანდა სხვა მანიპულაციების გამოყენების. კეთილი ინებოს ოპოზიციამ და დაარწმუნოს ხალხი, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა მათი ხელისუფლებაში მოსვლა. იციან, რომ ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში აღარასდროს დააბრუნებს და ამიტომ არიან სასოწარკვეთილნი. სახელისუფლებო გუნდი კი სამართლიან არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება”, – წერს ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება