fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: დიდი წნეხის მიუხედავად შენარჩუნებული მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში – მადლობა პრემიერო

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტიზმი ხალხის მეხსიერებას ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდება. მჯერა, ღირსეულ პრემიერს კვლავ ღირსეული შეცვლის.

დიდი წნეხის მიუხედავად შენარჩუნებული მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში – მადლობა ამ მიღწევისთვის. ბოლო ორი წლის პროცესები და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური სვლები სასწავლო ქეისად გამოდგება სტუდენტებისთვის. ეს იყო მტრული განზრახვით, ხელისუფლების დამარცხების სურვილით, განადგურებისთვის განწირული ქვეყანა და პირიქით, ბრწყინვალე გამარჯვება ამავე მტრულ ბანაკზე.

ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტიზმი ჩვენს მეხსიერებას ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება. როდესაც სახელმწიფოს მართვაში მთავარი პრინციპი ქვეყნისადმი ერთგულება და ეროვნული ღირებულებებია, ეს ყოველთვის წარმატებულ შედეგს დებს, რისთვისაც ხალხი მადლიერია და დადებითად აფასებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება