fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: აგვისტოს ომი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო ღალატი და ისინი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდნენ

„დავიჯერო სააკაშვილმა და მისმა გუნდმა იმდენი არ იცოდნენ, რომ რუსეთთან მარტო საქართველოს ომის მოგების შანსი არ ჰქონდა? როგორ არ იცოდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძემ ისაუბრა აგვისტოს ომის შესახებ და მას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სამშობლოს ღალატი უწოდა.

„ისიც იცოდნენ, რომ დასავლეთი ვერ დაეხმარებოდათ, რადგან ამის შესახებ დასავლეთიდან პირდაპირ აფრთხილებდნენ. მაშინ რა მოხდა? რატომ არ შეჩერდა სააკაშვილი? რატომ ჩაიდო ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ საქართველოს მხარემ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბა? ე.ი. პირველად საქართველოს მხარემ დაიწყო პროვოკაცია, რამაც ომი დაიწყოო. ამ რეზოლუციას ხელი სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ მოაწერა. რა იყო ამ ომის მიზანი? არ იყო სააკაშვილი ისეთი უტვინო, რომ შედეგი ვერ გაეთვალა, ამ ომს რომ ვერ მოიგებდა. ე.ი. ეს იყო ღალატი. ამიტომ, სწორედ სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“, მისი მესვეურები და ყველა, ვინც ამ ომში იყო ჩართული და ისტორიას დარჩეს ეს ფაქტი, როგორც უდიდესი ღალატი სამშობლოს წინაშე“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება