fbpx

თამარ ჩერგოლეიშვილი- ოპოზიციური პარტიებო – აიღეთ ფული, იმიტომ რომ გჭირდებათ.

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“პარტიების დაფინანსებაზე, საგადასახადო სისტემაზე, სახელმწიფო მოწყობაზე რა აზრისაც არ უნდა ვიყო, ვცხოვრობთ იქ, სადაც ვცხოვრობ და იმისთვის რომ ვიარსებო, ფული მჭირდება. ასეა ეს პარტიების შემთხვევაშიც. სადაც იშოვება ფული ჩემი საქმიანობის და იდეების დაფინანსებისთვის, იქ ვიღებ (გრანტიც გადასახადის გადამხდელის ფულია – უცხოელის). სახელმწიფო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ თავისუფლად აფინანსებდნენ ოპოზიციური პარტიის იდეებს და შემდეგ, ხელისუფლების ანგარიშსწორების არ ეშინოდეთ – მაშინ პარტიების დაფინანსების არც საბიუჯეტო სქემა იარსებებდა. ჩვენ (როცა ევროპის საბჭოში ვიყავი) ვაიძულეთ ნაცებს მაგ სქემის შემოღება იმიტომ, რომ ოპოზიციას ბადრი პატარკაციშვილის იქითაც ჰქონოდა გადარჩენის გზა.

მოკლედ, ოპოზიციური პარტიებო – აიღეთ ფული, იმიტომ რომ გჭირდებათ. ნახევრად ავტორიტარული ქვეყნებისთვის არსებობს ეგ პრაქტიკა, რომ დემოკრატიული ოპოზიცია გადარჩეს.

იმ ბაყაყებივით ნუ მოიქცევით, გუბე რომ დაუშრათ.

P.S. ანუ არათუ ვემხრობი ფულის აღებას, არამედ თავად ვიყავი ჩართული იძულების პროცესში. 2007 წელს დაინერგა თუ სწორად მახსოვს დემოკრატიის დასაცავად

გაუზიარე!

Shares