fbpx

თამარ ჩერგოლეიშვილი – ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს  გამორიცხავს,
სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება

ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს  გამორიცხავს.
სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება, ამიტომ, ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას,  რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

მისი თქმით, იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა
არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ ჰყავდეს სპიკერად.

“ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს  გამორიცხავს.

სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება.

ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას,  რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო.

იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და
არჩევნებში რწმენა უნდა
არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ყავდეს სპიკერად რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს.

ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ. ძალაუფლება გინდათ და ხალხს ევროპით ატყუებთ” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook- ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება